სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ნუგზარ მგელაძე 2025 წლის 29 მაისს, 12 საათზე, 48-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის შედგენის მეთოდოლოგიური პრინციპები"

მოხსენება ეხება ეთნოლოგიური ლექსიკონის შედგენის მეთოდოლოგიურ მიდგომებს.  საქართველოში არსებული გამოცდილების საფუძველზე წარმოჩენილია ის გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს დასურათებული ეთნოლოგიური ლექსიკონის შედგენის პროცესს.

ლაზური ეთნოლოგიური დასურათებული ლექსიკონი, როგორც თემატურად, ისე არქიტექტონიკის კუთხით, განსაზღვრულ მეთოდურ პრინციპებზე დამყარებულ სტრუქტურას ეფუძნება და იმავდროულად ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა მეთოდურ მიდგომასაც ითვალისწინებს, ისეთს, როგორიცაა ლიტერატურული წყაროების თანდართვით მოკლე სტატიების ანბანურ რიგზე დალაგება, ეთნოგრაფიული მოვლენის ვიზუალური და შინაარსობრივი თანხვედრა, ნივთის კონკრეტული მახასიათებლის ფოტო-ამონარიდის სახით წარმოჩენა.

ეთნოლოგიური ლექსიკონი სპეციფიკური ხასიათის ფუნდამენტური ნაშრომია, რომელიც დარგის მიღწევების ერთგვარ შეჯამებას ახდენს. მას სამეცნიერო ნარკვევის სახე აქვს და მისი ძირითადი აგებულება ტერმინის ეთნოგრაფიულ აღწერაზეა დაფუძნებული. ლექსიკონის ფუნდამენტურობა და თემატური მრავალფეროვნება მისი შედგენის მეთოდოლოგიურ მიდგომათა მრავალფეროვნებას განაპირობებს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა