სემინარები

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გელა ირემაძე 23 მაისს 13:00 საათზე, N516 აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარი თემაზე" "გაერთიანებული ორგანიზაციის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში".

გაერთიანებული ორგანიზაციის როლი მსოფლიო უსაფრთხოებაში

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის  საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1945 წელის ივნისში, როდესაც სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს:

  1. დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უშიშროება, ამ მიზნით მიიღოს ეფექტიანი კოლექტიური ღონისძიებანი მშვიდობისადმი მუქარის აღსაკვეთად და თავიდან ასაცილებლად, აგრესიის აქტების ან მშვიდობის სხვა დარღვევათა ჩასახშობად და მშვიდობიანი საშუალებით, სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, მოაგვაროს ან გადაწყვიტოს საერთაშორისო დავები ან სიტუაციები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მშვიდობის დარღვევა:
  2. განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერებს შორის ხალხთა თანასწორუფლებიანობის და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, აგრეთვე მიიღოს სათანადო ღონისძიებანი საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად:
  3. განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად და ყველასათვის ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა პატივისცემის წასახალისებლად და განსავითარებლად მიუხედავად რასისა, სქესისა, ენისა და რელიგიისა.
  4. იყოს ცენტრი ერების მოქმედებათა შესათანხმებლად ამ საერთო მიზნების მისაღწევად (გაეროს წესდება, მუხლი1)

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმთავრეს საკითხს, წარმოადგენს მსოფლიო უსაფრთხოება, ის თავისივე წესდების თანახმად პასუხისმგებელია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რომელიც მოიცავს თავიდან არიდებას ისეთი საკითხებისგან როგორიცაა; კონფლიქტები, ეკონომიკური და სოციალური სიღარიბე, გლობალური დათბობა, კიბერ უსაფრთხოება. ეკოლოგიური კატასტროფები და ა.შ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს უშიშროების საბჭო, რომელიც არის მუდმივ მოქმედი ორგანო. მას ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა მშვიდობის დაცვისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში. იგი შედგება 15 წევრისაგან, რომელთაგან 5 მუდმივია, ხოლო ათს გენერალური ასამბლეა ირჩევს 2 წლის ვადით. უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებია( 1. აშშ-ი, 2. დიდი ბრიტანეთი, 3. საფრანგეთი,4. რუსეთი, 5. ჩინეთი), რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის.

წესდების თანახმად, უშიშროების საბჭო:

  1. იცავს საერთაშორისო მშვიდობას და უშიშროებას:
  2. იძიებს ყველა დავას და სიტუაციას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო დაძაბულობა:
  3. იძლევა რეკომენდაციას ასეთი დავის გადაწყვეტის მეთოდების შესახებ:
  4. შეიმუშავებს შეიარაღების რეგულირების სისტემის შექმნის გეგმებს:
  5. განსაზღვრავს მშვიდობის დარღვევის საფრთხისა და აგრესიის აქტის ფაქტს და იძლევა რეკომენდაციებს საჭირო  ზომების მიღებისათვის: მოუწოდებს ბევრ სახელმწიფოს აგრესორის წინააღმდეგ გამოიყენონ ეკონომიკური ან სხვა ისეთი სანქციები რომლებიც შეარაღებული ძალის გამოყენებასთან არ არის დაკავშირებული.
  6. მიმართავს სამხედრო მოქმედებას აგრესორების ასალაგმავად.
  7. იძლევა რეკომენდაციებს ახალი წევრების მიღებისა და გენერალური მდივნის დანიშვნის თაობაზე:
  8. გენერალურ ასამბლეასთან ერთად ირჩევს საერთაშორისო სასამართლოს წევრებს.

უშიშროების საბჭო მოქმედებს გაეროს ყველა წევრის სახელით და უფლებამოსილია მშვიდობის დაცვის ან მისი აღდგენის მიზნით ჩაერიოს ნებისმიერ საერთაშორისო დავას, ან შეარაღებულ კონფლიქტში: შეუძლია რეკომენდაცია მისცეს, ანდა გადაწყვიტოს საჭირო ღონისძიებების მიღების საკითხი. გაეროს წესდების 25-ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვალდებულება იკისრეს ,,დაემორჩილონ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი“.

გაერო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

გაერო ყოველთვის ჩართული იყო როგორც უსაფრთხოების ისე განვითარების საქმიანობაში, მაგრამ მხოლოდ ბოლო ხანებში მოხდა ამ ორი სფეროს დაკავშირება. განვითარების სფეროში, მთავარი აქტორია გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP) რომელსაც აქვს უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული პროგრამები განვითარებად და ტრადიციულ ქვეყნებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის პრევენცია და კრიზისიდან გამოსვლა, დემოკრატიული მმართველობა, და სიღარიბის დაძლევა. უსაფრთხოების სექტორში მთავარი აქტორია  გაეროს მშვიდობისმყოფელების და ოპერაციების დეპარტამენტი (UNDPKO), რომელიც წამყვან როლს ასრულებს მშვიდობისმყოფელების და მშვიდობის დაცვის ოპერაციებში. UNDPKO ქვეყნებში საქმიანობას იწყებს მხოლოდ კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, ხოლო UNDP წლების განმავლობაში ახორციელებს თავის პროგრამებს მრავალ ქვეყანაში როგორც კონფლიქტამდე, ისე კონფლიქტის შემდგომ.

UNDP-ის შიგნით, უსაფრთხოების სექტორის მიმართ ერთიანი მიდგომის შენარჩუნების მიზნით, ერთად მუშაობენ კრიზისის პრევენციის ბიუროში მოქმედი კანონის უზენაესობის, სამართლის და უსაფრთხოების ჯგუფი და დემოკრატიული მმართველობის ჯგუფში მოქმედი სამართლის და კანონის უზენაესობის ხელმისაწვდომობის გუნდი.

(UNDPKO) საქმიანობის მიზანია ეფექტური, ქმედითი, ხელმისაწვდომი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების ინტიტუტების შექმნა. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გუნდიDPKO_ში  გაეროს სისტემის და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მთავარი მეკავშირე და ტექნიკური რესურსია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. კონკრეტულად, ეს გუნდი ეხმარება საერთაშორისო ოფისებს, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება და რომლებიც ჩართული არიან ეროვნულ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში,

გუნდი ასევე ამზადებს სამდივნოსთვის სააგენტთაშორის სამუშაო ჯგუფს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე, რომლის თანათავმჯდომარეები არიან DPKO და გაეროს განვითარების სააგენტო. ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთელ სისტემაში მოქმედებს, უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და კარგად ჩამოყალიბებულ მიდგომას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი იმ მიზნით, რომ გაზარდოს გაეროს შესაძლებლობა, უფრო ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერა გაუწიოს ეროვნულ ძალისხმევას უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მიმართულებით.

უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე მომუშავე სააგენტთაშორისი სამუშაო ჯგუფი (IASSRTF) თავიდან, 2007 წელს, აერთიანებდა გაეროს შვიდ სააგენტოს. ეს იყო: პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი, მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის ოფისი, გაეროს განვითარების პროგრამა, ქალების მხარდაჭერის ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ოფისი ნარკოტიკების და დანაშაულების საკითხებზე.  დღეისთვის, IASSRTF-ის წევრების რაოდენობა გაიზარდა 14-მდე, საიდანაც შვიდი ახალ წევრია: გაეროს განიარაღების ოფისი: გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი,   აფრიკის საკითხებზე სპეციალური მრჩევლის ოფისი,  კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს ტრენინგის და კვლევის ინსტიტუტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი.

გაეროს საქმიანობა უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით მოიცავს ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერას შემდეგნაირად:

  • ეროვნულ დონეზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა
  • უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიის და გეგმების შემუშავება
  • ზედამხედველობის, მართვის და კოორდინაციის უნარ-ჩვევების გაძლიერება
  • უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის ჩამოყალიბება
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტებისთვის რესურსების მობილიზაცია
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმისთვის საერთაშორისო დახმარების ჰარმონიზაცია
  • სწავლება, ტრენინგები და ინსტიტუციური განვითარება
  • პროგრამების და მიღწეული შედეგების მონიტორინგი და შეფასება
  • თავდაცვის სექტორის რეფორმის გატარება

მიუხედავად იმისა რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მნიშვნელოვანად  არის წარმოდგენილი საერთაშორისო პოლიტიკაში, დღეს არსებობს უამრავი გამოწვევა სადაც გაეროს ჩართულობის გარეშე მაინც არის რიგი დამაბრკოლებელი ფაქტორები, კერძოდ არსებული მძიმე სიტუაცია და კონფლიქტი ევროპის კონტიგენტზე, სადაც დღემდე ეს საკითხი არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გადაუჭრელი,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი გამოწვევაა, შესაბამისად უშიშრობის საბჭო რომელიც არის ალბათ გადასახალისებელი და მეტი უფლებების მინიჭება, ვფიქრობ  სამომავლოდ იქნება პრევენცია იმისა რომ საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო მაღალი აქტიურობით იყოს ჩართული გაერო.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა