სამეცნიერო სემინარი თემაზე ,,გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ მიმოიხილავს გენდერული ურთიერთობების დინამიკას საქართველოში, ფოკუსირებით საზოგადოების თანამედროვე აღქმასა და დამოკიდებულებებზე. გენდერული ნორმების ანალიზი აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ გამოკვეთილია ტრადიციულ, პატრიარქალურ სტრუქტურებზე დაფუძნებული წარმოდგენები, რაც ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საჯარო სფეროში. ამასთანავე, გამოჩნდა გარდამავალი ტენდენციები, რომლებიც უკავშირდება ახალგაზრდობის მზარდ გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებულ მიდგომებს. სამეცნიერო სემინარში მოცემული მსჯელობა ასახავს იმ სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებს, რომლებიც აფერხებს გენდერულ თანასწორობას და საჭიროებს ინტეგრირებულ პოლიტიკურ და საგანმანათლებლო ჩარევებს.

უკან |