სემინარები

2025 წლის 6 ივნისს 15:00 საათზე N516 აუდიტორიაში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი დავით ქათამაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტუდენტური ცხოვრება“

ფსიქიკური ჯანმრთელობა მოიცავს ჩვენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ. ის ასევე გვეხმარება იმის დადგენაში, თუ როგორ გავუმკლავდებით სტრესს, ვურთიერთობთ სხვებთან და ვაკეთებთ ჯანსაღ არჩევანს. ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე.

სტუდენტობა წარმოადგენს გარდამავალ პერიოდს, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორთან. მაგ.:

  • დამოუკიდებლობის მოპოვება,
  • ახალი პასუხისმგებლობები,
  • აკადემიური წნეხი,
  • იდენტობის ფორმირება და სოციალური ურთიერთობები.

კვლევების მიხედვით, ამ პერიოდში ხშირია: დეპრესიული სიმპტომები, შფოთვა, სოციალური წნეხი და იზოლაცია, ძილის დარღვევა, გადაწვის (burnout) სინდრომი.

სტუდენტური ცხოვრება შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესთან და გაუცხოებასთან. სტუდენტებში გვხვდება სტრესთან დაკავშირებული რამდენიმე რისკ ფაქტორი:

  • აკადემიური წნეხი და წარუმატებლობის შიში
  • ფინანსური პრობლემები
  • საცხოვრებელი გარემოს ცვლა
  • კონკურენცია თანატოლებთან
  • ონლაინ და სოციალური მედიის ზეწოლა
  • ოჯახური პრობლემები
  • თვითშეფასების პრობლემები

რისკი განსაკუთრებით მაღალია პირველკურსელებში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ზუსტად ადაპტაციის მომენტთან.

უნივერსიტეტის როლი სტუდენტის ფსიქიკურ კეთილდღეობაში ძალიან დიდია, რადგან უნივერსიტეტი შეიძლება იყოს, როგორც რისკის გამაძლიერებელი, ასევე მხარდამჭერი:

უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს:

  • ადეკვატური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების პროგრამები
  • კურსებში მოქნილობა და ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება
  • უსაფრთხო, ინკლუზიური გარემო.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა