სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ცინარიძე ამა წლის 30 მაისს, 12 საათზე, 207 აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "აR-ტიპის ნახევარმესერებით განსაზღვრული ბინარულ მიმართებათა სრული ნახევარჯგუფები

ნახევარმესერს ვუწოდოთ R-ტიპის, რომელშიც სისავსის წყაროების რიცხვი მეტია ან ტოლი ბაზისური წყაროების რიცხვის. მოცემულ სამეცნიერო ნაშრომში სწორედ ამ ტიპის ნახევარმესერებით განსაზღვრული ბინარულ მიმართებათა სრული ნახევარჯგუფების მარჯვენა ერთეულები, იდემპოტენტური და რეგულარული ელემენტებია განხილული.

დამტკიცებულია თეორემა, რომ R-ტიპის ნახევარმესერით განსაზღვრულ ნახევარჯგუფს ყოველთვის გააჩნია მარჯვენა ერთეული.

გამოყოფილია მოცემული ნახევარმესერის ყველა XI-ქვენახევარმესერი. განხილულია ორი შემთხვევა:

1) მინიმალური ელემენტი არაცარიელია, სადაც ყველა XI-ქვენახევარმესერია მოცემული;

2) მინიმალური ელემენტი ცარიელია, სადაც მხოლოდ ცარიელი სიმრავლის შემცველი XI-ქვენახევარმესერებია მოცემული.

ორივე შემთხვევისთვის XI-ქვენახევარმესერებით განსაზღვრული ნახევარჯგუფე-ბისათვის აღწერილია მარჯვენა ერთეულები, გამოყვანილია იდემპოტენტური და რეგულარული ელემენტების არსებობის აუცილებელი და საკმარისი პირობები. სასრული X-სიმრავლის შემთხვევაში გამოყვანილია მათი რაოდენობის დათვლის ფორმულები.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა