საგამოძიებო ქმედებების ფსიქოლოგია: ჩხრეკა და ამოღება
საგამოძიებო ქმედებები წარმოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ. იგი ხორციელდება საქმის ვითარებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, გადაუდებელი საგამოძიებო ქმედებები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა და ამოღება, ბრალდებულის (ეჭვმიტანილის) დაკავება-დაკითხვა და სხვა ქმედებები. ყველა მათგანისთვის კი აუცილებელია ფსიქოლოგიური ფაქტორების ცოდნა და გათვალისწინება.
ერთ-ერთი ხერხი, რომელიც უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგიანობას, -მისი მოულოდნელობაა იმისთვის ვისთანაც იგი ტარდება. ამისთვის აუცილებელია:
- ჩხრეკისთვის ყველაზე შესაფერისი დროის განსაზღვრა:
- ჩხრეკის მონაწილეების ადგილზე ფარულად მისვლა;
- ჩხრეკას დაქვემდებარებულ შენობაში მოულოდნელად შეღწევა;
ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალება ჩხრეკის დროს - დაკვირვება და მისი შდეგების ანალიზია. ჩხრეკისას საჭიროა ობიექტის მთლ გარემოებებზე, გასაჩხრეკისა და გამჩხრეკის ქცევებზე დაკვირვება. ჩხრეკის მონაწილეებისათვის რეკომენდებულია ერთმანეთის ,,გვერდიდან“ თვაალყურის დევნების შესახებ წინასწარი შეთანხმება. ჩხრეკის ჩატარება, ჩვეულებრივ ხასიათდება მაღალი ემოციური დაძაბულობით და ძიებაში მონაწილე პირთა ფსიქიკის დატვირვასთანაა დაკავშირებული. ჩხრეკის კარგად მოფიქრებული კონცეფცია, როგორც წესი, გულისხმობს გასაჩხრეკ პირზე ფსიქოლოგიური ზეწოლოს მოხდენას. მთელი ჩხრეკის განმავლობაში გამომძიებელმა და მისმა თანაშემწემ ყველანაირად უნდა აჩვენონ თავდაჯერებულობა მის შედეგიანობაში.
მაღალი ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში, როდესაც გასაჩხრეკი პირისთვის ძნელია მომხდარის ადეკვატური შეფასება, გამომძიებლის ასეთმა აქტიურობამ შეიძლება ეს უკანასკნელი საძებნი ობიექტის გადასაცემად შეაგულიანოს. ამ გარემოებებს , როგორც წესი, გასაჩხრეკი პირი მიჰყავს უძლიერესი ემოციური დაძაბულობის მდგომარეობამდე. მაგალითად, დატაცებული ნივთების შენახვის ადგილთან გამჩხრეკი პირის მიახლოება იწვევს გასაჩხრეკის ტვინში იმ კერების აღგზნებას, რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის მოვლენებთან და მის შედეგებთან, რაც ვლინდება მის ქცევაში. გამჩხრეკი პირის სამალავ ადგილთან მიახლოების შესახებ მიანიშნებს სტრესის ზოგადი ნიშნები: კანკალი, სუნთქვის არითმია, სახის გაწითლება ან გაფითრება, ოფლის დასხმა, უნებლიე მოძრაობები.
ძებნის ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენსთავად გასაჩხრეკი პირის ქმედებისკენ წაქეზება (კარადების, დამხმარე სათავსოების, საცავების გაღება, ნივთების გადასინჯვა) ამასთან არის ალბათობა იმისა, რომ გასაჩხრეკი პირის იმ ადგილთან მიახლოების შემთხვევაში, სადაც დამალულია საძებნი ობიექტი, თავს იჩენს მისი აღელვების სიმპტომები და შესაძლებელი იქნება მათი გამოცნობა. ესა და კიდევ უამრავი მაგალითი არსებობს, როცა ფსიქოლოგიის კარგი ცოდნა ძალიან უადვილებს სამართალდამცავებს ჩხრეკას - ამოღებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.
უკან |