სემინარები

სამეცნიერო სემინარი 19.06.2025 წლის 19 ივნისს ტარდება 421-ე აუდიტორიაში 11:00 საათზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტი ნინო კონცელიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „შემოსავლების უთანაბრობის გლობალური ასპექტები“

შემოსავლების უთანასწორობა მუდმივი და აქტუალური გლობალური  პრობლემა გახდა, რომელიც რთულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევებს წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსათვის. ნაშრომი იკვლევს შემოსავლების უთანასწორობის გლობალურ ასპექტებს, თეორიული პერსპექტივების, ემპირიული ტენდენციების და ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების ეფექტების სინთეზირებით, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. იგი ეყრდნობა ისეთ ფუნდამენტურ თეორიებს, როგორიცაა კუზნეცის ჰიპოთეზა ინდუსტრიალიზაციის დროს უთანასწორობის დინამიკის შესახებ და პიკეტის კაპიტალის დაგროვების თეორია, რათა ახსნას თანამედროვე ეპოქაში უთანასწორობის გამომწვევი მიზეზები.

შემოსავლების გადანაწილების პოლიტიკა, როგორიცაა პროგრესული დაბეგვრა და სახელმწიფო სოციალური ხარჯები განსხვავდება ინსტიტუციური კონტექსტისა და მმართველობის ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ქვეყნებში. გლობალიზაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებას ორმაგი ეკონომიკური ეფექტი აქვს - ზოგიერთ რეგიონში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, ხოლო სხვა რეგიონებში პირიქით, კერძოდ შრომის ჩანაცვლება და ხელფასებს შორის  სხვაობის გაღრმავება.

კვლევა ხაზს უსვამს კოორდინირებული გლობალური პოლიტიკური რეაგირების საჭიროებას, მათ შორის სამართლიანი დაბეგვრის, ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდის, ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტებისა და ჯანდაცვასა და განათლებაში ინვესტიციების ჩადებას. გვთავაზობს ქმედით რეკომენდაციებს ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ უთანასწორობის ძირითადი მიზეზების გამოკვეთასა და უფრო სამართლიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.  ნაშრომი მიზნად ისახავს გლობალური უთანასწორობის შემცირების გზების გამოკვლევას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა