სემინარები

18 ივნისს 15:00 საათზე N503 აუდიტორიაში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ბერიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე " თანამედროვე ფსიქოთერაპიული მიდგომა ბიოსინთეზი".

ბიოსინთეზი - ეს არის სომატური ფსიქოთერაპიის განსაკუთრებული ფორმა. სომატური ფსიქოთერაპია მუშაობს შემდეგი პრინციპის შესაბამისად - „mens sana in corpore sano“ (ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია), რომელიც შემუშავებულია პითაგორასა და ჰიპოკრატეს მიერ. სომატური ფსიქოთერაპია ნელ-ნელა ვითარდებოდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელიც შექმნეს სპინოზამ, ლეიბნიცმა, გატმა და მესმერის მიმდევარმა ადრეულმა ჰიპნოთერაპევტებმა. გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში, ფროიდის მიერ ფსიქოთერაპიის შემუშავებამდე ასი წლით ადრე, პერ ჟენემ პარიზში შექმნა ბევრი კომპონენტი, რომლებიც ეფუძნებოდნენ ფსიქოფიზიკურ მიდგომას ემოციებთან, კუნთურ ტონუსთან, სუნთქვასა და ვეგეტატურ ნერვულ სისტემასთან მიმართებაში. ამრიგად, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია უკვე ერთი საუკუნის იყო.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის უმრავლესი მიმართულებები დაფუძნებულნი არიან ვეგეტოთერაპიის ბაზაზე. დევიდ ბოადელამ შეისწავლა ვეგეტოთერაპია ორმოცდაათიან წლებში და როგორც ინდივიდუალურმა თერაპევტმა, მუშაობა დაიწყო 1957წელს. ოცდაათწლიანი პრაქტიკის შემდეგ, 1970 წელს მან დააარსა ბიოსინთეზის ჟურნალი „ენერგია და ხასიათი“. 1975 წლიდან 1985 წლამდე ოცდაათზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა ბიოსინთეზის კურსები. 1986 წლიდან ბიოსინთეზის ცენტრი დაარსებულია შვეიცარიაში, ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეს, ჰაიდენში. სწორედ ამ ცენტრიდან ხდება  ფსიქოთერაპიაში საერთაშორისო მომზადების ორგანიზება.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია აღიარებულია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა  და ფსიქოთერაპიის მსოფლიოს საბჭოს მიერ, როგორ ფსიქოთერაპიის დამოუკიდებელი მიმართულება. ის წარმოდგენილია სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სახით, რომელიც ბაზირებულია ჟენევაში. ბიოსინთეზი არის ფსიქოფიზიკური თერაპიის მეთოდი, რომელიც ხაზს უსვამს ფორმირების პროცესს. მას აქვს განვითარების ოთხი ეტაპი:

ა) ფსიქოფიზიკურ სინთეზში პიონერული კვლევა ეკუთვნის პერ ჟენეს, რომელიც გამოყოფდა სხეულისა და გონების ერთობას განვითარების ემბრიონალურ სტადიაზე; მან ბიპოლარული საფუძველი ჩაუყარა სომატური პროცესების გაგებას, როგორც ეს გაიგება ბიოსინთეზის მიერ (1885-1947). ჟენეს ნაშრომი ასევე იყო ბიოსისტემური კონცეპციების საფუძველი რომელიც გამოყენებულია ბიოსინთეზში, როგორც ეს შემდგომში იყო განვითარებული ორგანიზმატულ  თეორიებში, მისი მოსწავლის, ანრი ეიას და  პარიზში, პროფესორ ანრი ლაბორი ღრმა და ფართო კვლევებში.

ბ)ვილჰელმ რაიხის  ნაშრომი ვეგეტატიური ცხოვრების ძირითადი ანტიტეზი, რომელმაც განავითარა ეს პოლარულობა კომპლექსში, ბიოფიზიკური და ბიოსისტემური გაგება ორგანიზმული პროცესებისა, სტრესულ და მოდუნებულ მდგომარეობაში (1920-1957). მისი მნიშვნელობა მნიშვნელოვნად იყო გაფართოებული ბიოსისტემური სინთეზით, ანრი ლაბორის მიერ (პარიზი (1939წ.) ა. ლაბორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულმა ასოციაციამ მიანიჭა ალბერტ ლაცკერის პრემია, ის ასევე იყო პარიზის, ბუსიკაოს საავადმყოფოს კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი, 15 სამეცნიერო წიგნისა და თხუთმეტზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ა. ლაბორი სიცოცხლის ბოლო წლებში იყო ბიოსინთეზის სამეცნიერო ინსტიტუტის კომიტეტის წევრი რომში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოსინთეზის ცენტრთან კავშირში მყოფი დოქტორი ჯერომ ლისი.

გ) ფრენსის მოტტას ადრეული ნაშრომი პრე- და პერინატალურ ფსიქოლოგიაში, რომელიც იყო ფსიქოლოგ-კონფიგურატორი, იგი იყენებდა სიტყვა „ბიოსინთეზს“ პიროვნებაში სიცოცხლის განზომილებების ინტეგრაციის ასაღწერად. ფ.მოტტას ნაშრომი შთაგონებული იყო ოტტო რანკის და მისი უნგრელი სტაჟიორის ნანდორ ფოდორის მიერ.  ფ.მოტტი დაინტერესებული იყო ჩანასახის ჭიპლარისა და კანის საფარის გავლენის მნიშვნელობით, სხეულის საფარის სამიდან ორი, ემბრიოლოგიური შრით/ფენით. მისი ნაშრომი გახდა, ინგლისელი კლინიცისტი ფრენკ ლეიკის უმთავრესი შთაგონების წყარო, რომელიც მუშაობდა პრე- და პერინატალურ საკითხებზე. ის იყო პირველთაგანი, ვინც შეიმუშავა ბიპოლარული მახასიათებელი, რომელიც გამოიყენება ბიოსინთეზში (1948-1983). ნევილ კოხილი  შთაგონებული  მატიას ალექსანდრის მოძრაობასთან დაკავშირებული ნაშრომით, იკვლევდა მესამე ემბრიოლოგიურ შრეს, რომელიც უკავშირდება კინესთეტიკურ ზემოქმედებას. მ.ალექსანდრის მოძრაობასთან დაკავშირებული ნაშრომი გახდა საფუძველი მოშე ფელდენკრაისის ინტეგრაციული ნაშრომის, პოზის და ემოციონალური ურთიერთობის მობილურობაში.

დ) დევიდ ბოადელასა და მისი კოლეგების მიერ, ბიოსინთეზის ფარგლებში და მასთან კავშირში გაკეთებული თანამედროვე შრომებმა სრულყვეს და გააფართოვეს ემბრიონალურ-დინამიკური ადრეული მოდელი და იგი დააკავშირეს მკაფიოდ გამოხატულ ბიოსისტემურ თვალსაზრისთან, რომელიც სომატურ ემოციურ მოვლენებს აღიქვამს, როგორც თავისთავად წარმოქმნილ ასპექტებს (1970წ.) ამ პერიოდში ხდებოდა ჩვენი ფართო თანამშრომლობა ბერკლიში მდებარე ენერგეტიკული კვლევების ცენტრში მომუშავე  სტენლი კელემანთან, რომლის მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნინა ბულის ემოციის თეორიამ და მოშე ფელდენკრაისის ფუნქციონალური ინტეგრაციის კვლევამ. გარდა ამისა, პროფესორ დ-რ ჯერომ ლისი და დევიდ ბოადელა მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ზოგად ფსიქოთერაპიულ პროექტებში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, კვლევით ლაბორატორიასა და სხვა ცენტრებში, პარიზში, ლონდონსა და რომში.

ბიოსინთეზი ნიშნავს ცხოვრების ინტეგრაციას და ეხება თვითგანათლების კონკრეტულ პროცესებს, რომლებიც მიმართულებას აძლევენ ორგანულ ზრდას, პიროვნულ განვითარებასა და სულიერ გამოვლინებას. ბიოსინთეზი დაარსებულია დევიდ ბოადელას მიერ სამოცდაათიანი წლების დასაწყისში. ბიოსინთეზი გამოსახავს ჩვენი თერაპიული მუშაობის მიზანს - ჩვენი ადამიანურობის, სამი ძირითადი სფეროს კავშირს:

ჩვენი სხეულებრივი, სომატური ყოფა,

ჩვენი ფსიქოლოგიური გამოცდილება,

ჩვენი ფუნდამენტალური არსი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა