სემინარები

18 ივნისს 15:00 საათზე N16 აუდიტორიაში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ირაკლი გორგილაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "არასხელმწიფოებრივი აქტორები პოლიტიკაში: ოფშორის იურისდიქცია".

არასახელმწიფოებრივი აქტორები პოლიტიკაში: ოფშორის იურისდიქცია

თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არაერთგვაროვანი სუბიექტების მოქმედებებით ხასიათდება. მნიშვნელოვან ადგილს ამ პროცესებში არასახელმწიფოებრივი აქტორები იკავებენ. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ არ არიან სახელმწიფოები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალური პროცესებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფშორის იურისდიქციის გამოყენება, რომელიც საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად მათ ფინანსურ და სამართლებრივ „საიმედო არხს“ წარმოადგენს. ოფშორის ზონები უზრუნველყოფენ დაბალ გადასახადებს, მაღალი ხარისხის კონფიდენციალურობას და ბიზნესისთვის მოქნილ სამართლებრივ გარემოს, რაც მათ პოლიტიკურ სივრცეში განსაკუთრებულ უპირატესობებს აძლევს (Palan, Murphy, & Chavagneux, 2010). თუმცა, ოფშორისი იურისდიქციის გამოყენებას აქვს უარყოფითი მხარეები, მათ შორის სახელმწიფოთა ფინანსური რესურსების შემცირება და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები (Zucman, 2015).

ოფშორის ზონების ძირითადი მახასიათებლებია:

  • დაბალი ან ნულოვანი გადასახადები;
  • ფინანსური ტრანზაქციების კონფიდენციალურობა;
  • მოქნილი სამართლებრივი რეგულაციები;
  • შედარებით სუსტი საერთაშორისო კონტროლი.

ამ ფაქტორების გამო ოფშორისი იურისდიქცია სარგებლობს მაღალი პოპულარობით როგორც ბიზნესისთვის, ასევე პოლიტიკურ და კრიმინალურ აქტორებში, რაც სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სერიოზულ გამოწვევებს აჩენს.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა