სემინარები

20 ივნისს 11:00 საათზე N500 აუდიტორიაში იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან კეჭაყმაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "ცხოვრებით კმაყოფილება მოხუცებულობის ასაკში"

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ცხოვრებით კმაყოფილება, იგივე სუბიექტური კეთილდღეობა - წარმოადგენს  ადამიანების უმრავლესობის მთავარ მიზანს. ხშირად ყოველდღიური ურთიერთობა იწყება მოკითხვით: „როგორ ხარ“, „როგორ გრძნობ თავს“. პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, ისევე როგორც მედიცინაში, ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს ცუდად ყოფნის (ill-being), ავადმყოფოფობის, სხვადასხვა დარღვევების თავიდან ასაცილებლად პრევევნციის საშუალებას.

კროსკულტურული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების განცდა. მაიერსის მიხედვით, კეთილდღეობა არის განცდა, რომ ცხოვრება იყო და არის კარგი. სუბიექტური კეთილდღეობის შეფასება შეიძლება იყოს კოგნიტური „მე ვფიქრობ რომ ჩემი ცხოვრება, სამსახური, ოჯახური მდგომარეობა, განათლება არის დამაკმაყოფილებელი“ და აფექტური „მე მომწონს, მახარებს ჩემი ცხოვრება“ ამ ორი კომპონენტის დამოუკიდებლად განხილვა შესაძლებელია, მაგრამ ხშირად მათ შორის ვლინდება მაღალი კორელაცია.

რაც შეეხება მოხუცებულობას, ფსიქოლოგიაში ის განიხილება, როგორც სიცოცხლის მნიშვნელოვანი ფსიქოსოციალური ეტაპი. განვითარების ფსიქოლოგიის მიხედვით, გვიანი ზრდასრულობაში ანუ მოხუცებულობაში გამოიყოფა შემდეგი ეტაპები:

ადრეული მოხუცებულობა (60 - 69 წელი), მოხუცებულობა (70 – 79 წელი), გვიანი მოხუცებულობა (80 – 89 წელი), უხუცესობა (90 – 99 წელი), ხოლო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მოხუცებულობაში გამოყოფს შემდეგ ეტაპებს: 60 – 74 წელი - ადრეული მოხუცებულობა, 75 – 80 წელი - საშუალო მოხუცებულობა, 85+ - გვიანი მოხუცებულობა.

ბევრი მკვლევარი სწავლობდა ცხოვრებით კმაყოფილებას მოხუცებულობის ასაკში და აღმოჩნდა, რომ ცხოვრებით კმაყოფილება გვიან ზრდასრულობაში დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგრამ როგორც ლარსონის კლასიკური გამოკვლევა აჩვენებს, ასეთი კმაყოფილება ძალიან ნაკლებადაა დამოკიდებული ასაკზე. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ჯანმრთელობა. ფული, სოციალური, ოჯახური მდგომარეობა, საბინაო პირობები, ადამიანებთან ურთიერთობის დონე ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელზეც დამოკიდებულია ის, კმაყოფილია ასაკიანი ადამიანი ცხოვრებით თუ არა.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა