სემინარები

25.06.2025 13 საათზე ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი იამზე სურმანიძე წაიკითხავს სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სამეცნიერო ნაშრომში ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების თავისებურებების შესახებ“

ეკონომეტრიკა აერთიანებს ეკონომიკურ თეორიას, მათემატიკურ მოდელირებასა და სტატისტიკურ მეთოდებს. ის წარმოადგენს ეკონომიკური პროცესების რაოდენობრივი ანალიზის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. ეკონომეტრიკული მოდელები საშუალებას აძლევს მკვლევარს რაოდენობრივად შეაფასოს ეკონომიკური პროცესები, გამოავლინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და სამომავლო ტენდენციები. ეკონომეტრიკული მოდელის საშუალებით ხორციელდება ეკონომიკური კანონზომიერებების ემპირიული დადგენა და დასაბუთება. სემინარის მიზანია ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების თეორიული საფუძვლების მიმოხილვა და ეკონომიკურ კვლევებში მათი პრაქტიკული დანერგვის სპეციფიკის გაცნობა.

მნიშვნელოვანია იმ ეტაპების ცოდნა, რაც უნდა გაიაროს მკვლევარმა ეკონომეტრიკული ანალიზის დროს. ესენია: ამოცანის დასმა და მიზნის ფორმულირება; ფაქტორთა შერჩევა; საწყისი მონაცემების შეგროვება და დამუშავება; სპეციაფიკაცია; იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია. თითოეული ეტაპის და შესაძლო პრობლემების დახასიათება, რომლებიც იჩენს თავს ეკონომეტრიკულ ანალიზში, ესენია: მულტიკოლინიარობა, ავტოკორელაცია, ჰეტეროსკედასტურობა. მნიშვნელოვანია ეკონომეტრიკული მოდელების სახეების ცოდნა და მათი გამოყენების მიზანშეწონილობა მიკრო და მაკრო დონეზე განსახილველ ეკონომიკურ პროცესებში.

წარმოდგენილია ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენების პრაქტიკული მაგალითები საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, ინფლაციის და კობ-დუგლასის საწარმოო ფუნქციის ეკონომეტრიკული მოდელები, რაც ნათელ წარმოდგენას ქმნის თუ როგორ ახდენს მკვლევარი  ფაქტორების შერჩევას, მოდელის შერჩევას, მის დიაგნოსტიკას ვარგისიანობაზე და შედეგების ინტერპრეტაციას. და ბოლოს, ეკონომეტრიკული მოდელების ეფექტიან გამოყენებას ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა