სემინარები

2025 წლის 3 ივლისს 13:00 სთზე 63-ე აუდიტორიაში ევროპეისტიკის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ნატალია სურგულაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "არაბიზმები ფრანგულ ენაში"

ნაშრომის მიზანია არაბიზმების კვლევა ფრანგულ ენაში, ნასესხობების შემოსვლის გზებისა და ქრონოლოგიის დადგენა.

სიტყვათა სესხება ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ–ერთი ძირითადი წყაროა. ნასესხობათა გამოვლენა და კვლევა ენის ისტორიის შესწავლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფრანგული ენის ლექსიკურ ფონდში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღმოსავლური ენებიდან, მათ შორის არაბულიდან ნასესხებ სიტყვებსა და გამოთქმებს. აღმოსავლური წარმოშობის ლექსიკის ფრანგულში კვლევას ისტორიულ–ლინგვისტური საფუძველი გააჩნია, რასაც საფრანგეთსა და აღმოსავლურ სამყაროს შორის ხანგრძლივი ურთიერთობების პრინციპი განსაზღვრავს.

ხშირად ნასესხობები სახეშეცვლილია როგორც ფონეტიკურად, ისე სემანტიკურად. ნასესხობებისათვის დამახასიათებელია მნიშვნელობათა მოდიფიკაციები. ასეთი ცვლილებები ფონეტიკურთან ერთად, ლექსიკური ერთეულის ენაში დამკვიდრების გზის გასაღებად და სესხების ქრონოლოგიის დასადგენად გამოდგება. უცხოენოვანი ლექსიკა თავის მხრივ, ხელს უწყობს მთელი რიგი პრობლემების, მათ შორის ენის ექსტრალინგვისტული ისტორიის გაშუქებას.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა