ნაშრომში განხილულია მსუბუქი ნავთობის გაწმენდის და სტაბილიზაციის ტექნოლოგიური პროცესები. ნაჩვენებია პრობლემები, რომელსაც ადგილი აქვს ნავთობის გადაზიდვის და ავზებში შენახვის დროს.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნავთობში გოგირდნაერთების მომატებული, ჭარბი რაოდენობა უარყოფით შედეგებს იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე როგორც ტექნოლოგიურ პროცესებზე ასევე მილსადენების და ტექნიკური მოწყობილობის საექსპლუატაციო ვარგისიანობაზე.
განსაკუთრებით კრიტიკულია ნავთობის ზედაპირიდან მსუბუქი ფრაქციების აორთქლების პროცესი ნავთობის გადაზიდვის
და ავზებში შენახვის დროს, რასაც მოსდევს არა მარტო რაოდენობრივი დანაკარგები, არამედ ეკონომიური და ეკოლოგიური პრობლემებიც.
შესაბამისად, აუცილებელია მოპოვებული ნავთობის დამუშავების ეფექტური მეთოდების და ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავება, რომლებიც შეამცირებს ამ პრობლემებს.
შემოთავაზებულია:
1. ნავთობში გოგირდნაერთების შემცირების მიზნით ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავება, ორგანული რეაგენტების გამოყენებით.
2. გაწმენდილი ნავთობის სტაბილიზაცია (ნავთობის აქროლადობის შემცირება) პოლიმერული დანაფარების
უკან |