სემინარები

სასემინარო თემა: ეპრ ხაზის სიგანის და გორტერისეული რელაქსაციების სიჩქარეების კუთხური და ტემპერატურული დამოკიდებულება კონცენტრირებულ პარამაგნეტიკებში: გამოყენებები La0.9Sr0.1MnO3 და La0.875Sr0.125MnO3-სათვის, პროფესორი ენვერ ხალვაში, 8 დეკემბერი, 2017 წელი, 17:00 საათი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, 410-ე აუდიტორია

ანალიტიკურად არის გამოკვლეული ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) შთანთქმის ხაზის სიგანის კუთხური და ტემპერატურული დამოკიდებულებები სუსტ მუდმივ მაგნიტურ ველში და ნულოვან მუდმივ მაგნიტურ ველში გორტერის ტიპის ექსპერიმენტების პირობებში რელაქსაციის სიჩქარეების კვლევები მაგნიტურად კონცენტრირებულ პარამაგნეტიკებში დომინირებადი გაცვლითი ურთიერთქმედების პირობებში. განხილვა შემოიფარგლება ექსპერიმენტებით, სადაც ეპრ ხაზის ციგანე ანიზოტროპულია და წრფივადაა დამოკიდებული ტემპერატურაზე. ვთვლით, რომ ეპრ ხაზის გაგანიერება გამოწვეულია ანიზოტროპული ურთიერთქმედებების სპინ-მესერული რელაქსაციით ერთ-ფონონური მექანიზმის პირობებში. ანალიზური შედეგები წარმოდგენილია ისეთი სახით, რომ ეკსპერიმენტთან შედარებისათვის შესაძლებელი იყოს ძიალოშინსკი-მორიას და კრისტალურ ველთან ურთიერთქმედებების მუდმივების მოპოვება. ნაჩვენებია, რომ ეპრ ხაზის სიგანე მუდმივი ველის მიმართულებით ნებისმიერ კრისტალოგრაფიურ ღერძზე უდრის ნულოვან ველში კრისტალის ორი სხვა ღერძის მიმართულებით გაზომილი გორტერისეული რელაქსაციების ნახევარჯამს. მიღებული შედეგები წარმატებით გამოიყენება ეპრ ექსპერიმენტული შედეგების ინტერპრეტაციისათვის La Sr MnO 0.9 0.1 3 და La Sr MnO 0.875 0.125 3 მონოკრისტალებში ძლიერი იან-ტელერის დამახინჯების ფაზაში და ტემპერატურის გარკვეულ ინტერვალში. გორისეული რელაქსაციებისა და ეპრ ხაზის სიგანის კუთხური დამოკიდებულები წარმოდგენილია La Sr MnO 0.9 0.1 3 მონოკრისტალისათვის გრაფიკულად სამ კრისტალოგრაფიულ სიბრტყეში მუდმივი ველის განუწყვეტელი შემობრუნების პირობებში.

  დანართი 1
  დანართი2

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა