სემინარები

სასემინარო თემა: მარცვლოვანთა დაავადებების კვლევის თანამედროვე მდგომარეობა, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 22 თებერვალი, 12:00 საათი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან პირობას სასურსათო უზრუნველყოფა წარმოადგენს. მარცვლოვანი კულტურების წარმოება ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი პირობაა. მარცვლეულ კულტურებს შორის ხორბალი მილიონობით ადამიანებისთვის უპირველეს სასიცოცხლო საკვებ კულტურას და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს.

მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 35%-ით გაიზრდება. 7 მლრდ. მოსახლეობის გამოკვებისკენ მიმავალ გზაზე ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან მომვალშიც მიწისა და წყლის იგივე  რესურსების გამოყენება მოხდება. რესურსები კი დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. თუმცა გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა დაგვეხმარება სურსათზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. ამის მიღწევა შესაძლებელია ეკოლოგიურად ნაკლებ მგრძნობიარე მიდგომების და თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა, გვალვაგამძლე, მლაშობი ნიადაგებისადმი ტოლერანტული და მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე მარცვლოვანი კულტურების წარმოება და სხვა.

მენარეთა დაავადებების კვლევა პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასთან, რადგან მათგან გამოწვეული მოსავლის დანაკარგები რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით დღემდე საკმაოდ სერიოზულია.

დღეს მარცვლოვანთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა, დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური, ეკოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და სხვა სპეციფიკური თავისებურებების შესწავლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კლასიკურ, ტრადიციულ მეთოდებთან ერთად მიმდინარეობს მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდებით. კერძოდ, გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა პოლიმერაზა ჯაჭვური რექციის (PCR) სხვადასხვა ტექნოლოგიები: სპეციფიკური PCR, Real-time PCR, BOX-PCR, NEST-PCR, PCR-AFLP,  PCR-RFLP PCR-RAPD , PCR-SSR, PCR-SNP და სხვა. ამ დროისთვის მარცვლოვანთა ჟანგების, გუდაფშუტების, სეპტორიოზების, ჰელმინტორიოზების, ფუზარიოზების და ძირითადი ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების გამომწვევი პათოგენების გენომი გაშიფრულია, გამოვლენილია პათოგენთა სახეობის შიგნით არსებული პოლიმორფიზმი SSR და SNP მარკერებით, ჩატარებულია პათოგენთა ფილოგენეტიკური ანალიზი და შექმნილია ცალკეულ პათოგენთა გენომის გლობალური რუკები. აღნიშნული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია საფუძვლად უდევს ცალკეული დაავადების კონტროლის მექნიზმების შესწავლას და საბოლოოდ, მცენარეთა დაცვის ეფექტური მიდგომების, საშუალებების და სტრატეგიის შემუშავებას.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა