სემინარები

სემინარი თემაზე: „წრფივი-სტატისტიკურ ტალღური ამოცანების კლასიფიკაცია და მათი გადაწყვეტის თანამედროვე მეთოდები“, პროფესორი ნუგზარ ღომიძე, 27 თებერვალი, 13:00 სთ, აუდიტორია 208, II კორპუსი

რეალური გარემო შემთხვევითი გარემოა. მისი მახასიათებელი პარამეტრები, როგორიცაა: სიჩქარე, სიმკვრივე, ტემპერატურა, ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობები უწყვეტად იცვლება სივრცესა და დროში. გარემოს ელექტრომაგნიტური პარამეტრების ცვლილება დროში შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გზებით (კერის ეფექტი, ფარადეის ეფექტი და ა.შ.). გარემოს პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს როგორც სხვადასხვა მექანიკური ზემოქმედებით, ასევე მასში გამავალი ძლიერი აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური იმპულსებით.  

მაგალითად, ქაოსურად არაერთგვაროვან გარემოში ტალღის გავრცელებისას ელექტრომაგნიტური ტალღების ენერგიის შთანთქმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაბნეული გამოსხივების სტატისტიკურ მახასიათებლებზე. უკაბელო საკომუნიკაციო სისტემებში განსაკუთრებით აქტუალურია გარემოს არაერთგვაროვნებებისა და სტატისტიკური მახასიათებლების გავლენა მზიდი სიგნალის გავრცელებაზე. სიგნალი გარემოში გავრცელებისას განიცდის დეფორმაციას, ევოლუციას დროსა და სივრცეში და მიმღებ მოწყობილობაზე მიიღება დამახინჯებული სიგნალი. სიგნალების მიღების ხარისხი დამოკიდებულია თვით სიგნალის დამახინჯებაზე, რომელსაც ის განიცდის ატმოსფეროსა და იონოსფეროში.

ერთი სიტყვით, შეიძლება მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მსგავსი პრაქტიკული მაგალითი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას და სრულყოფას. რეალურ გარემოში ტალღური პროცესების შესწავლისას დღეისათვის არ არსებობს უნივერსალური ანალიზური მეთოდი. კონკრეტულ შემთხვევაში მოიძებნება მიახლოებითი მეთოდი, რომელიც გარკვეულ პირობებში შეიძლება ჩაითვალოს ამოცანის ანალიზური გადაწყვეტის საშუალებად. თუმცა რათქმაუნდა რეალურ გარემოში ტალღური პროცესების  შესახებ ღირებული ინფორმაციას გვაძლევს ექსპერიმენტი.

ლექცია ეძღვნება წრფივი სტატისტიკურ-ტალღური ამოცანების კლასიფიკაციას. ხაზგასმულია, რომ ყველა პრაქტიკულად ყველა ტიპის ტალღური ამოცანა შეიძლება დაყვანილი იქნას 4 ტიპზე, განიხილება მათი გადაწყვეტის მიახლოებითი მეთოდები, რომლებიც საფუძვლად უდევს როგორც ფუნდამეტურ კვლევებს, ასევე თანამერდოვე ტექნიკას.
 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა