სემინარები

სემინარი თემაზე: „მძიმე ლითონებით გარემოს გაჭუჭყიანება და აჭარის რეგიონში გავრცელებულ სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შერჩევითი მგრძნობელობა მათ მიმართ“, ასოცირებული პროფესორი ნარგული ასანიძე, 2 მარტი, 14:00 საათი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების კორპუსი (თამარის დასახლება, გრიშაშვილის ქ. 5, 34-ე აუდიტორია)

გარემოს გაჭუჭყიანება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა. სწორედ გარემოს გაჭუჭყიანების შედეგია გლობალური დათბობის ტენდენციები ბიოსფეროში, რომელიც აშკარად შემაშფოთებელია, თუმცა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის პოტენციური შესაძლებლობანი ჯერ კიდევ არსებობს, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს შეამციროს ბიოსფეროში მიმდინარე უარყოფითი ცვლილებები.  1983 წელს ტოკიო  გამოცხადდა ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანების მიხედვით მსოფლიოში პირველ ქალაქად. თუმცა სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ტოკიოს გაჭუჭყიანების ხარისხი 20-ჯერ შემცირდა.  ასევე, 2016 წლის მონაცემებით საქართველოს დედაქალაქი თბილისი გამოცხადდა ქალაქად, სადაც ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანების გამო ადამიანთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია.

როგორ უნდა შეძლოს კაცობრიობამ  დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენა გარემოში უარყოფითი ცვლილებების გზით? დადგენილია, რომ მცენარეები სხვადასხვა გამჭუჭყინებელი აგენტების მიმართ შერჩევით მგრძნობელობას ავლენენ, მაგ. SO2, NO2,  CO, CO2  - ის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა პათოფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევენ მცენარეებში. გარემოს გამჭუჭყიანებელ აგენტებს შორის მძიმე ლითონები განსაკუთრებით საშიშია.

ჩვენი საუბრის თემაა სწორედ აჭარის რეგიონში გავრცელებულ სხვადასხვა სახეობის მცენარეში (მათ შორის სამკურნალო მცენარეებში) განვსაზღვროთ მძიმე ლითონებისადმი ტოლერანტობის დიაპაზონი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა