სემინარები

სასემინარო თემა: „თამბაქო და გვიანი შუასაუკუნეების ოსმალური თიხის ჩიბუხები“, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი თავამაიშვილი, 26 თებერვალი, 13:00 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

აღმოსავლური (ე. წ. „ოსმალური“) თიხის ჩიბუხები აღმოჩენილია როგორც დღევანდელი თურქეთის, ასევე, ყოფილი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების ტერიტორიაზე. ამ ნაკეთობათა ათასობით ნიმუში ნაპოვნია საქართველოშიც, მეტწილად, სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების - ციხე-სიმაგრეების გათხრების დროს, სადაც კონკრეტულ პერიოდში ოსმალური ელემენტი იყო წარმოდგენილი.

„ძველ სამყაროში“ (როგორც ევროპაში, ასევე აზია-აფრიკაში) გვიან შუა საუკუნეებში თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხების ორი ძირითადი ტიპი იყო გავრცელებული: აღმოსავლური და ევროპული. აღმოსავლური ტიპის ჩიბუხები, მათი გავრცელების არეალის, სიმრავლის, დახვეწილი ფორმებისა და შემკულობის მიუხედავად, ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ არის შესწავლილი. ევროპული ტიპის ჩიბუხები გაცილებ-ით ადრე მოექცა ისტორიკოსთა, არქეოლოგთა, ხელოვნებათმცოდნეთა თუ უბრალოდ მოყვარულთა ინტერესის არეალში და კვლევა ამ მიმართულებით დღესაც ინტენ¬სი¬ურად მიმდინარეობს. ჩვენ მიმოვიხილავთ ევროპულ ნაკეთობებსაც, თუმცა უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით აღმოსავლური ტიპის ჩიბუხების შესახებ.

ვითვალისწინებთ რა იმ რეალობას, რომ ქართულენოვან სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში ნაკლებად მოგვეპოვება ნაშრომები თამბაქოს ისტორიის შესახებ, ისტორიული, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალის მოშველიებით ვისაუბრებთ თამბაქოს აღმოჩენის, გავრცელებისა და მოხმარების ფორმების შესახებ. 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა