სემინარები

სასემინარო თემა: ციფრული მარკეტინგი და მისი როლი ბიზნესის განვითარებაში, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გულიკო ქათამაძე, 6 მარტი, 17:00 საათი, 418 აუდიტორია

ციფრულმა მარკეტინგმა უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე, მკვეთრად შეცვალა მათი წარმოდგენა დროსა და მანძილზე. მისი მამოძრავებელი ძალაა კომერცია. კომერციული საქმიანობის წარმატება ისეთ გარემოში, როგორიც ინტერნეტია, შეიძლება მხოლოდ იმით განისაზღვროს, თუ რამდენად ითვალისწინებს ბიზნესი მომხმარებლების ინტერესებს. ამისათვის კი აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არიან ისინი,რა მოთხოვნილებები, სურვილები, ქცევის მოდელები და სხვა თვისებები გააჩნიათ. ციფრული მარკეტინგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ციფრული ინფრასტრუქტურის მართვა.

ციფრული მარკეტინგი განაპირობებს მსოფლიო სამეურნეო პროცესებში მომხმარებლებისა და მწარმოებლების მჭიდრო ინტეგრაციას, აგრეთვე ქსელური ეკონომიკის, ელექტრონული ბაზრის, კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნეს-გარემოს, საინვესტიციო წყაროების გავრცელებას და დამკვიდრებას.  ბიზნესის ცნობადობის გასაზრდელად გამოი¬ყენება ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა ფორმები, როგორიცაა კონტენტ მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ინტერნეტ მაღაზიები, კატალოგები, განცხადებები და სხვა. 

ამდენად, დღესდღეობით ციფრული მარკეტინგის როლი ბიზნესში წარმატების მისაღწევად ძალზედ დიდია, ამიტომაც კომპანიებმა თავიანთი ბიზნესის ციფრულ სივრცეში წარმოსაჩენად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი პრობლემური საკითხები:
1. თუ კომპანია არ გადაიტანს თავის ბიზნესს ინტერნეტში, ამას გააკეთებენ მისი კონკურენტები;
2. რა ფუნქციების და სირთულისაც არ უნდა იყოს საიტი, მას უნდა გააჩნდეს ეფექტური დიზაინი;
3. საიტის ოპტიმიზაცია და სწორი კონტენტ მარკეტინგის განხორციელება;
4. მომხმარებელმა შესაძლოა მოიწონოს მოცემული კომპანიის სოციალური მედიის გვერდი, თუმცა ეს ყველაფერი არ მისცემს შედეგს კომპანიას, თუ კომპანიის მარკეტოლოგი ვერ უზრუნველყოფს ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობას.

ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ არსებულ ტენდენციებს, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი დასკვნა, რომ ელექტრონულ ბიზნესში მხოლოდ იმ კომპანიებს აქვთ განვითარების და წარმატების შანსი, რომლებიც ინტერნეტში დაიკავებენ მნიშვნელოვან ადგილს, ხოლო ისინი, რომლებიც ამას ვერ მოახერხებენ გაქრებიან ასპარეზიდან. საქართველოში ციფრული მარკეტინგის როლი უფრო დაბალია ვიდრე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, შესაბამისად უფრო მარტივია იმ სადავეების დაკავება, რომელიც ახლო მომავალში მეტი წარმატების განმაპირობებელი იქნება.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა