
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში ბათუმის ამერიკულ კუთხეში ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ შულცმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,როგორი იქნება აშშ-ის 2020 წლის არჩევნები?" მომხსენებელმა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო სისტემასა და ამერიკის 2020 წლის არჩევნების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა. ჰემლაინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი დევიდ შულცი ასწავლის სხვადასხვა მიმართულებებს: ამერიკული პოლიტიკის - საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება, კამპანიები და არჩევნები, სამთავრობო ეთიკა.
პროფესორი დევიდ შულცი ასევე არის მინესოტას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც ასწავლის საარჩევნო სამართალს. არის 30 წიგნისა და 100-ზე მეტი სტატიის ავტორი თემებზე: ამერიკის პოლიტიკა, საარჩევნო სამართალი, მედია და პოლიტიკა. სამჯერ აქვს მიღებული ფულბრაიტის სტიპენდია, 2013 წელს მიენიჭა ლეზლი ა.უიტინგტონის ეროვნული ჯილდო საჯარო სწავლების სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის.
უკან |