იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA" წარდგინება ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბ ,,YOUTHTITIA" შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების, პროფესიული და სოციალური ტრენინგების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ და ცენტრის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ  და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა.  

პლატფორმა სტუდენტებს, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, დარგობრივი ცოდნის გაღრმავების, საჯარო მმართველობის პროცესში ჩართვისა და იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს პირველ ნაკადში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა იურიდიული მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი.

საინფორმაციო შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა