იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ მეცხრედ მასპინძლობს ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტს „ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმი გაჭიანურებული კრიზისის პირებობებში“

სურათი

ბსუ მეცხრედ მასპინძლობს ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტს ,,ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმი გაჭიანურებული კრიზისის პირებობებში: წარსულის გაკვეთილები, მიმდინარე გამოწვევები და მომავლის ხედვა”. სამი დღის განმვალობაში ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის მონაწილეები საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, შედეთიდან, ჰოლანდიიდან, ტაივანიდან, ავსტრიდან და უკრაინიდან განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის, არსებული კრიზის და გამოწვევების საკითხებს.

სესიებს წარუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთის სამეფო კოლეჯიდან, სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოდან, უკრაინის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტიდან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტიდან. მონაწილეები არიან წამყვანი ექსპერტები და უნივერსიტეტის პერსონალი. აქცენტი გაკეთდება დღეს არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ადგილზე ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმში. უმთავრესი აქცენტი გაკეთდება ბირთვული უსაფრთხოების რეჟიმის შენარჩუნების  მნიშვნელობაზე არსებული საერთაშორისო გაჭიანურებული კრიზისის პირებობებში. მოხდება წარსულის გაკვეთილების გადააზრება, მიმდინარე გამოწვევების შეფასება  და მომავლის ხედვის პროგნოზირება.

საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და სფეროს ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში, რათა მათ ახალი ცოდნა და არსებული საერთაშორისო სასწავლო რესურსები გამოიყენონ თავიანთი პროგრამების მომზადებაში და სასწავლო და კვლევით პროცესებში. ასევე ღონისძიების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სფეროს სპეციალისტების ქსელის ჩამოყალიბება და მისი განვითარების ხელშეწყობა.

ყოველწლიური ბათუმის მეცხრე საზაფხულო უნივერსიტეტი - "ბირთვული უსაფრთხოება და გაუვრცელებლობა: გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები" ბსუ-ს პარტნიორობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს (თბილისი, საქართველო) ორგანიზებით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის რადიაციური უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

 

  პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა