
2025 წლის 21 თებერვალს, ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ორგანიზებით, ბათუმის შოთა გაიმართა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს ზამთრის სკოლის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ ფარგლებში, საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბსუ-ს პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია - ევროპული ღირებულებები და დემოკრატიული მმართველობის ევროპული მოდელი“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოს პირველი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების, სტრუქტურის და ღირებულებების შესახებ. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვლის მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა. საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია ეფუძნებოდა ევროპული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს და ერთ-ერთ პროგრესულ დოკუმენტს წარმოადგენდა იმ პერიოდისთვის. კონსტიტუციამ დააფძნა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, დაადგინა პროპორციული არჩევნები, საქართველო გამოაცხადა სეკულარულ სახელმწიფოდ, ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი სასამართლო, გააუქმა სიკვდილით დასჯა, აღიარა ქალთა საარჩევნო უფლება და სხვა. საქართველოს მოქმედი, 1995 წლის 24 თებერვლის კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.
უკან |