იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აკადემიური პერსონალი ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდა

სურათი

28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა Erasmus+ International Credit Mobility (KA171) პერსონალის კვირეულში, რომელიც ნიდერლანდებში, ქალაქ დორდრეხტში, ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიაში გაიმართა. პროექტი მოიცავდა სესიებს საგანმანათლებლო მენეჯმენტის, ტრავმისა და მედიაციის საკითხებზე.  

გარდა ამისა, გამართულმა ვიზიტებმა პოლიციის აკადემიასა და ბრედას სასამართლოში საშუალება მისცა მონაწილეებს, უკეთ გაეცნოთ შესაბამისი დარგების მუშაობა. ბსუ და ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემია თანამშრომლობენ 2018 წლიდან პროექტის MEDIATS (მედიაცია; ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია) ფარგლებში და დღემდე ახორციელებენ ერთობლივ პროექტებსა და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა