ძლიერმა ქარმა და წვიმამ უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა
17 ოქტომბერი 2017 წელი
ძლიერმა ქარმა და წვიმამ უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანებულია თუნუქის საერთო ფართის 1/4. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო უნივერსიტეტის პერსონალი, რომლის ძალისხმევით მოხერხდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შენარჩუნება. წვიმას არ ჩამოუღწევია აუდიტორიებში და სასწავლო პროცესი დილის 9:00 საათზე ჩვეულებრივ განახლდა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი.
სრულად