ბსუ-ს მონაწილეობით TEMPUS -ის ორი პროექტი განხორციელდება
21 აგვისტო 2018 წელი
ბსუ-ს მონაწილეობით TEMPUS -ის ორი პროექტი განხორციელდება
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ინსტიტუციური თანამშრომლობის (Erasmus+Capacity Building in Higher Education (CBHE) ორი პროექტი განხორციელდება. TEMPUS -ის პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგების მიხედვით, გამარჯვება მოიპოვა პროექტებმა: „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევის შესაძლებლობების გაზრდა სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მეშვეობით“ და „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“. პროექტი „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კვლევის შესაძლებლობების გაზრდა სამეცნიერო-კვლევითი სამსახურების მეშვეობით“ მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევითი პლატფორმა ჩამოყალიბდება, რაც ითვალისწინებს საქართველოს უნივერსიტეტებში სამეცნიერო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტები ჩაატარებენ ტრენინგებს, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მართვისა და მონაცემთა ანალიზის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
სრულად