სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა
18 ივნისი 2021 წელი
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა
ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ. საბჭოს წევრებმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, უმაღლესი განათლების მიმართულებით სისტემაში არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.
სრულად