ტრაგიკულად გარდაიცვალა თეა ვადაჭკორია
16 მარტი 2022 წელი
ტრაგიკულად გარდაიცვალა თეა ვადაჭკორია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თეა ვადაჭკორიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თეა ვადაჭკორიას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა უნივერსიტეტთან, აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებში, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო საზოგადოებრივი საქმიანობა. რთულია თეაზე წარსულში საუბარი, განათლების სფეროს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ბათუმს დააკლდა საოცარი სიკეთით, პროფესიონალიზმითა და ადამიანური ურთიერთობით გამორჩეული მეგობარი. უნივერსიტეტი უსამძიმრებს ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებსა და ჩვენს ქალაქს.
სრულად