განცხადება ბსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით
1 ოქტომბერი 2021 წელი
განცხადება ბსუ-ში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში (N322, 23.05.2020) 2021 წლის 30 სექტემბერს შესული ცვლილების გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში. შესაბამისად, ბსუ-ს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი ნაცვლად 4 ოქტომბრისა, დაიწყოს 11 ოქტომბერს, შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით. კერძოდ, ლექციები ჩატარდეს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, ლაბორატორიული და ჯგუფში მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში.
სრულად