გარდაიცვალა მკვლევარი ომარ მემიშიში
18 მაისი 2021 წელი
გარდაიცვალა მკვლევარი ომარ მემიშიში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ომარ მემიშიშის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ბატონი ომარის სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო. ის იკვლევდა ქართველური და შედარებითი ენათმეცნიერების აქტუალურ საკითხებს. მის არაერთ სამეცნიერო სტატიაში მეცნიერული სიზუსტითა და სიღრმითაა გაანალიზებული ლაზური ენის პრობლემური საკითხები.
სრულად