სტუდენტთა და მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია
21 მაისი 2021 წელი
![გადიდება სურათი](//bsu.ge/text_images/ge_pic_14959_1_s.jpg)
სტუდენტთა და მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 ივნისს, 11:00 საათზე ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი” ფარგლებში გაიმართება ონლაინ მერვე სამეცნიერო კონფერენცია. სესიაში სტუდენტებთან ერთად, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
სრულად