საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები
14 თებერვალი 2019 წელი

საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები
ხუთშაბათს, 14 თებერვალს, 13:00 საათზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე იგეგმება ონლაინ-ჩართვა (Live) სასტიპენდიო კონკურსებით დაინტერესებულთათვის.
პირდაპირი ეთერის ფორმატში, ცენტრის პროგრამული სამსახურისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებას გამოცხადებული სასტიპენდიო კონკურსების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათ შეკითხვებსაც უპასუხებენ.
სრულად