ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ   ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის სამდივნოში (დანართი 2).

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვთ  ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ  დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი .

(,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა;

(A1*B1+ A2*B2…)/(A1+ A2...)=91    A- საგნის კრედიტი,   B - შეფასების ქულა)

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

 

3. საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სეტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებულია 91  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).

 

4.  საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

   ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

   ბ) თუ კონკურსანტის  მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

   გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

      დ) თუ კონკურსანტის  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

      ე) თუ კონკურსანტის  აქვს ფინანსური დავალიანება.

 

5. ა) კონკურსანტთა საბუთები მიიღება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის სამდივნოში 2016 წლის 15 მარტიდან  22 მარტის ჩათვლით.           

     ) კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება  2016 წლის 28 მარტის შემდეგ.

      ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭო

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებულია 2 (ორი) სახელობითი სტიპენდია:

 

1.    დურსუნ ბალაძის სახელობის სტიპენდია

2.    ხუსეინ ხალვაშის სახელობის სტიპენდია

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა