ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ვიზიტი კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტში

სურათი

16-23 ოქტომბერს, ნიკო ბერძენიშვილის  ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე და სპეციალისტი სულხან მამულაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტსა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამ მონოთეისტური რელიგიის კვლევით ცენტრს შორის. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელება, პუბლიკაციების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების გამოცემა.  როინ მალაყმაძე და სულხან მამულაძე კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ყოველწლიური მაღალრეიტინგული სამეცნიერო კრებულის “DIONYSIANA” სარედაქციო კოლეგიის წევრებად აირჩიეს.

შეხვედრისას დაიგეგმა რუმინეთში, 2019 წლის მაისში, ერთობლივი კონფერენციის ჩატარება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა