
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა რუსლან ბარამიძემ მონაწილეობა მიიღო 10-18 დეკემბერს, თბილისში გამართულ ზამთრის სკოლაში. რუსლან ბარამიძემ ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და რუს მკვლევარებს ნაშრომი გააცნო თემაზე: “შეიძლება თუ არა მუსლიმი იყოს ქართველი”. ზამთრის სკოლა ორგანიზებული იყო CISR e.V. Berlin პროექტის "«Memory Guides: კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის საინფორმაციო რესურსები” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინსიტროს ფინანსური მხარდაჭერით.
უკან |