
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო 26-28 სექტემბერს, თბილისში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „არქივთმცოდნეობა–ტენდენციები და გამოწვევები – 2019“. მკვლევარმა სამეცნიერო სესიაზე მოხსენება თემაზე: „მცენარის სახელდების მოტივაცია ერთ-ერთი უძველესი ტოპონიმის ფორმირებაში და მისი არქეოლოგიური კონტექსტი“.
უკან |