
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა“. ონლაინ რეჟიმში გამართულ კონფერენციაში 40-ზე მეტი ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, პოლონელი, სომეხი და დაღესტნელი მკვლევარი მონაწილეობდა. ორდღიან სემეცნიერო სესიაზე მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს ბათუმის ისტორიის, არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, რელიგიის, მედიცინის, ტურიზმისა და ნუმიზმატიკის მნიშვნელოვან საკითხებზე.
უკან |