ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში; FR-23-18809

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში; FR-23-18809

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: როინ მალაყმაძე, ისტორიის დოქტორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები:

თამილა ლომთათიძე, ისტორიის დოქტორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

ოლეგ ჯიბაშვილი, ისტორიის დოქტორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი/მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

დავით ჯიშკარიანი, დოქტორანტი

ირინა შერვაშიძე, ისტორიის დოქტორი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2024-2026

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტი – „ოფიციალური ისტორიიდან გარიყული მეხსიერება: 1951-1952 წლების რეპრესიები აჭარაში“ – ითვალისწინებს აჭარიდან 1951-1952 წლებში დეპორტირებულთა, მათი ოჯახის წევრებისა და შთამომავლების ზეპირი ისტორიების შეგროვებას, შესწავლას და გამოცემას. აღნიშნულ წლებში განხორციელდა საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე ყველაზე ბოლო მასობრივი დეპორტაციები. პროექტის მიზანია შესწავლილი იქნას არა მხოლოდ ამ მოვლენის ისტორიული კონტექსტი, არამედ პროცესების მონაწილეთა ნარატივები საბჭოთა ეპოქის ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული პერიოდის მოვლენების შესახებ, ანუ წარმოჩნდეს თუ როგორ აღიქვამენ, ახსოვთ და აფასებენ აღნიშნული პერიოდის რეპრესიებს საკუთრივ რეპრესირებულები და მათი შთამომავლობა.

ამ მიზნით ხორციელდება როგორც ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალის, ოფიციალური ისტორიული ნარატივის ანალიზი, ისე, მოძიება-შესწავლა რეპრესირებულთა და მათი ოჯახის წევრების მეხსიერებაში შემონახული მოვლენების მათებური ინტერპრეტაციებისა, რაც ფიქსირდება ზეპირ ისტორიებში. ამიტომაც, კვლევა შედგება ორი კომპონენტისაგან. პირველი კომპონენტი გულისხმობს სახელმწიფოს ხედვის რეპრეზენტაციას, თუ რატომ მოხდა 1951 წელს გადასახლებები აჭარიდან, რა მიზანს ემსახურებოდა ის და როგორი იყო სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ მიმართებით. მეორე ნაწილი კი მიზნად ისახავს მსხვერპლთან უშუალო ინტერვიუების საშუალებით აღვადგინოთ მიკროისტორიები, შემონახული რეპრესირებულთა და მათი ოჯახის წევრების მეხსიერებაში.

პროექტში ჩართულია უცხოელი კონსულტანტი ყაზახეთიდან, რომელიც გადასახლების ადგილთან დაკავშირებით დაგვეხმარება ვითარების გარკვევაში.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის ფარგლებში ჩატარებული მუშაობის შედეგები ასახული იქნება შესაბამის სტატიებსა (მათ შორის მაღალრეიტინგულ გამოცემებში) და საკონფერენციო მოხსენებებში, საბოლოო სამეცნიერო პროდუქტი კი იქნება მონოგრაფიული ნაშრომში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა