ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„თამბაქო და გვიანი შუასაუკუნეების ოსმალური ჩიბუხები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა გიორგი თავამაიშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „თამბაქო და გვიანი შუასაუკუნეების ოსმალური ჩიბუხები“. მკვლევარმა განიხილა აღმოსავლური (ე. წ. „ოსმალური“) თიხის ჩიბუხები, რომლებიც აღმოჩენილია როგორც დღევანდელი თურქეთის, ასევე, ყოფილი ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების ტერიტორიაზე. ამ ნაკეთობათა ათასობით ნიმუში ნაპოვნია საქართველოშიც, მეტწილად, სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების - ციხე-სიმაგრეების გათხრების დროს, სადაც კონკრეტულ პერიოდში ოსმალური ელემენტი იყო წარმოდგენილი.

„ძველ სამყაროში“ (როგორც ევროპაში, ასევე აზია-აფრიკაში) გვიან შუა საუკუნეებში თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხების ორი ძირითადი ტიპი იყო გავრცელებული: აღმოსავლური და ევროპული. აღმოსავლური ტიპის ჩიბუხები, მათი გავრცელების არეალის, სიმრავლის, დახვეწილი ფორმებისა და შემკულობის მიუხედავად, ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ არის შესწავლილი. ევროპული ტიპის ჩიბუხები გაცილებით ადრე მოექცა ისტორიკოსთა, არქეოლოგთა, ხელოვნებათმცოდნეთა თუ უბრალოდ მოყვარულთა ინტერესის არეალში და კვლევა ამ მიმართულებით დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა