აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ინსტიტუტის 2013 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტი

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. „თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენებისთვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესების და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება“ (FR/164/3-200/13) რაულ გოცირიძის ხელმძღვანელობით განხორციელდება. ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილების სამეცნიერო პროექტის მიზანია საქართველოში კვების მრეწველობის საწარმოებში, თხევადი პროდუქტების ფილტრაციისათვის თანამედროვე, ეფექტური მემბრანული ტექნოლოგიის დანერგვა. მკვლევარები შეისწავლიან არსებული საწარმოების მიერ წარმოებულ თხევად პროდუქციას, მრავალკომპონენტიანი ნივთიერებების თანაფარდობათა ცვლილებით, ბარომემბრანების მახასიათებლის (სელექტიურობა, წარმადობა) სრული აღდგენის პირობებს. კვლევა ითვალისწინებს ცალკეული თხევადი პროდუქციის მემბრანული ფილტრაციას, ფილტრაციის შემდგომ გაბიდნული მემბრანების რეგენერაციისათვის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენას, სარეგენერაციო ხსნარების შერჩევასა და რეგენერაციის ოპტიმალური პარამეტრების დადგენას. 
 
კვლევის სიახლეა საქართველოში წარმოებული ცალკეული თხევადი კვების პროდუქტის ფილტრაციისათვის უნივერსალური თერმო და ქიმიურად მდგრადი პოლიმერული მემბრანების შესაბამისად, მემბრანული დანადგარების სწორი შერჩევა და დანერგვა. ასევე ითვალისწინებს ფილტრაციის პროცესში გაჭუჭყიანებული მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავებასა და დახვეწას. შესაძლებელი იქნება წინასწარ შერჩეული მემბრანების, წარმოებებში შესაბამისი მემბრანული დანადგარების მონტაჟი, მრავალკომპონენტიანი სარეგენერაციო ხსნარების სწორი შერჩევა (რომლებიც უზრუნველყოფენ მემბრანების საწყისი წარმადობის სრულად აღდგენას მემბრანული დანადგარის დაუშლელად და მათ მრავალჯერადად გამოყენებას) გააიაფებს პროდუქციას, რაც წინაპირობაა საქართველოში არსებული კვების მრეწველობაში მემბრანული ტექნოლოგიის ფართოდ დანერგვისა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა