
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელმა ნანა აფციაურმა ჩაატარა სემინარი თემაზე: ,,კარტოფილი და ფიტოფტორა“. მომხსენებელმა ისაუბრა ფიტოფტორის მავნეობაზე, საქართველოში გავრცელების არეალსა და მისი განვითარების ინტენსიობაზე. ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე დაავადების მასშტაბების გაზრდასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე.

უკან |