
საერთაშორისო წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობის - ELSEVIER-ის სარედაქციო კოლეგიამ ღია წვდომის კვირეულის 2022 წლის (Open Access Week 2022) ფარგლებში ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უვადო მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძეს ღია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის სერტიფიკატი გადასცა. განსაკუთრებულია მეცნიერის წარმატება 2019-2021 წლებში ღია წვდომის ელსევიერის ჟურნალებში გამოცემების თვალსაზრისით, დიდი რეზონანსი მოჰყვა სამეცნიერო პუბლიკაციას: „Mapping Asia plants: Current status on floristic information in Southwest Asia“. სამეცნიერო სტატია მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას, გაეროს მდგრადი განვითრების მიზნებს ეხმაურება. უვადო მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძის სამეცნიერო ნაშრომით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3 000-მდე მკვლევარი არის დაინტერესებული. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძეს ულოცავს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
უკან |