
ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკისისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა იზოლდას მაჭუტაძემ ლექცია წაიკითხა და დისკუსია გამართა თემაზე: „სფაგნუმი - ტორფნარებისათვის განსაკუთრებული სახეობა“. ღონისძიება ჩატარდა e-Twenning პროექტის „დავიცვათ ბიომრავალფეროვნება“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ისპანის მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალურობისა და სფაგნუმის ხავსის შესახებ მნიშვნელობის გაცნობას.
უკან |