ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სასკოლო სემინარი ლეღვას №1 და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა მზიური გაბაიძემ, სოსო მეფარიშვილმა და ნელი ხალვაშმა მესამე მისიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №1 და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე მომხსენებლებმა პრეზენტაცია გააკეთეს თემაზე „აჭარა-გურიის რეგიონის ციტრუსოვანთა პლანტაციებში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა“.

სემინარზე წარმოდგენილი იყო ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელთა მიერ აჭარა-გურიის ციტრუსოვანი პლანტაციების ფიტოსანიტარული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული მავნებლებისა და დაავადებების შესახებ ფოტომასალა, მათ მიერ მიყენებული დაზიანების სიმპტომები. ასევე ყურადღება იყო გამახვილებული აბიოტური ფაქტორებით, მიკრო და მაკრო ელემენტების არასწორად გამოყენებით გამოწვეულ პრობლემებზე.

გამოიკვეთა მოსავლიანობის შემცირების მიზეზები,  მეციტრუსეობის დარგში არსებული როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები, ძირითადი პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები.  მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ციტრუსოვანთა საკოლექციო ნაკვეთიდან აღებული ციტრუსოვანთა სხვადასხვა სახეობის ნაყოფების გამოფენა. სემინარის მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ მათთვის სასურველი  ციტრუსოვანთა ნაყოფი, რამაც მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა