
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა - იზოლდა მაჭუტაძემ ჩაატარდა სემინარი თემაზე: ,ტორფნარების როლი კლიმატის ცვლილების რეგულაციაში". სემინარს ინსტიტუტის თანამშრომლების გარდა ესწრებოდა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრანტი, ქობულეთი მუნიციპალიტეტის მერიის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების თანამშრომლები. მომხსენებელმა ისაუბრა ტორფნარების მნიშვნელობასა და მის როლზე კლიმატის ცვლილების რეგულაციაში. დაგეგმილი მოხსენების გარდა სემინარზე პრეზენტაცია წარმოადგინა აგრეთვე პოტსდამის უნივერსიტეტის სტუდენტმა მილენა მენშინგმა (ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში) თემაზე: "როგორ ფუნქციონირებს ტორფნარი". პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო ინტერაქცია დამსწრე საზოგადოებასა და მომხსენებლებს შორის.
უკან |