
მიმდინარე წლის 11 თებერვალს განათლების სამინისტროში ,,მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მეცნიერებით დაინტერესებულ ქალთა ხელშეწყობა და მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემაში მათი მზარდი როლის მხარდაჭერა. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე წულაძემ 10 წარმატებული ქალი მეცნიერი და მოსწავლე-გამომგონებელი გოგონა დააჯილდოვა. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულთა შორის იმყოფებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, მცენარეთა დაავადების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერი თანამშრომელი - რუსუდან დუმბაძე, რომელსაც განათლების მინისტრმა ბატონმა ალექსანდრე წულაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონ თეიმურაზ დოჭვირმა “წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის” საპატიო ჯილდო გადასცეს.
უკან |