
მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ირაკლი მიქელაძემ მესამე მისიის ფარგლებში სასკოლო სემინარი ჩაატარა - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში. ირაკლი მიქელაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,უცხო წარმოშობის ინვაზიური და სარეველა მცენარეები ფიტოცენოზებსა და აგროლანდშაფტებში, არსებული გამოწვევები და პრევენციის გზები“. მომხსენებელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მცენარეთა ინვაზიის თავისებურებანი და ის ეკოლოგიური, ეკონომიკური და ადამიანის ჯანმრთელობის გამომწვევი პრობლემები, რაც ინვაზიური სახეობის ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმებია.
გარდა ამისა მკვლევარმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ ინვაზიურ და პოტენციურად ინვაზიურ მცენარეებთან დაკავშირებით, ასევე სააქართველოს ბიომრავალფეროვნებასა და მის მნიშვნელობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე, ენდემებსა და რელიქტებზე. გააცნო ინფორმაცია ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
უკან |