
მიმდინარე წლის 2 აპრილს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის (ფბი) უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ირაკლი მიქელაძემ, მესამე მისიის ფარგლებში სასკოლო სემინარი ჩაატარა ქ. ბათუმის №30 საჯარო სკოლაში. ირაკლი მიქელაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემებზე: ,,ბუნება ჩვენ გარშემო, მცენარეთა იდენტიფიკაცია, ადგილობრივი და უცხო წარმოშობის მცენარეები“. გარდა ამისა მომხსენებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, ფბი-ის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ირაკლი მიქელაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო: საქართველოს ფლორისა და მცენარეულობის თავისებურებანი; ენდემური, რელიქტური და წითელი ნუსხის სახეობები; ადგილობრივი, ინტროდუცირებული და ინვაზიური მცენარეები; ინვაზიური და სარეველა მცენარეების არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. საქართველოს ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა. გარდა ამისა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია მცენარეთა კლასიფიკაციისა და იდენტიფიკაციის პრინციპებთან დაკავშირებით.
უკან |