ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ბსუ-ს მეცნიერები ევროპარლამენტში: „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები და ახალი კვლევები“

სურათი

ბელგიის ქ. ბრიუსელში ევროპარლამენტში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების უფროსმა, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის გრანტის BSB00559 ,,თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისათვის“  კოორდინატორმა, იზოლდა მაჭუტაძემ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, მარინა შაინიძემ. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო Horizon 2020 DOORS პროექტის მიერ და მის ფარგლებში განიხილებოდა  CARE SEA და DOORS თანამშრომლობა. DOORS   პროექტის კოორდინატორია რუნიმეთის „გეოეკომარის“ ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ადრიან სტანიკა.   შეხვედრა მიეძღვნა შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგს, რომელშიც შავი ზღვის ქვეყნების მეცნიერები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და ევროპარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობას მიეღვნა. ევროპარლამენტის ამ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით „გზა ფილოსოფიიდან ეკოლოგიამდე“ გამოვიდა ბსუ-ს დოქტორანტი მარინა შაინიძე, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: იზოლდა მაჭუტაძე და ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე. მარინა შაინიძემ დაამთავრა ბსუ-ს ბაკალავრიატი ფილოსოფიის დარგში. შემდეგ სწავლა განაგრძო  მაგისტრატურაში ეკოლოგიის მიმართულებით, რომელიც პლასტიკით დაბინძურებას ეხებოდა. შემდეგ კი ჩააბარა დოქტორანტურაში ბიომრავალფეროვნების მიმართულებაზე. დოქტორანტის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო,  მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ Horizon Europe-ის შემდეგი პროექტი სწორედ ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობას და მათი სადოქტორო შრომების განხორციელებას მიეძღვნება.

ორივე პროექტი შეეხება მიკროპლასტიკის კვლევას, ხოლო მარინა შაინიძის სადოქტორო თემის ერთ-ერთი ნაწილი სანაპირო ზონის ჰაბიტატებზე მიკროპლასტიკის ზეგავლენას იკვლევს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა