ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ლექცია სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე: „აგრარული განათლება ქვეყნის მომავალია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ბიოლოგიის დოქტორმა, ავთანდილ მესხიძემ, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას №2 საჯარო სკოლაში სამეცნიერო-პოპულარული ლექცია ჩაატარა თემაზე: ,,აგრარული განათლება ქვეყნის მომავალია“.

პრეზენტაციამ  მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით,  სასოფლო-სამეურნეო კულტურების ინოვაციური მეთოდებით მოვლა-მოყვანის პერსპექტიულობის კუთხით. დაიგეგმა მომავალი აქტიური თანამშრომლობა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტთან.

აღნიშნული შეხვედრის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის პარტნიორობის გაძლიერება, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და მომავალ აბიტურიენტთა ინფორმირებული არჩევანის მხარდაჭერა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა